LIVE

ალექსეი ნავალნიმ შიმშილობა დაიწყო

31 მარ 202119:59
3 წუთის საკითხავი
clock clock 1122
ალექსეი ნავალნიმ შიმშილობა დაიწყო
Kirill Kudryavtsev/AFP/Getty Images

სამედიცინო დახმარების მიღების მოთხოვნით, რუსმა ოპოზიციონერმა, ალექსეი ნავალნიმ შიმშილობა დაიწყო. პროტესტის ამ ფორმით ოპოზიციის ლიდერი ციხის ადმინისტრაციაზე ზეწოლას ცდილობს.

„დავიწყე შიმშილობა, რათა შესრულდეს კანონის მოთხოვნა და მივიღო ექიმის მონახულების უფლება“,- წერს ნავალნი საკუთარ Instagram გვერდზე.

ოპოზიციის ლიდერს უკვე რამდენიმე კვირაა აწუხებს ზურგის მწვავე ტკივილი და უჭირს სიარული. მისი თქმით, ხელისუფლება მის მკურნალობაზე უარს ამბობს. ალექსეი ნავალნის საპირისპიროს ამტკიცებს სასჯელაღსრულების სამსახური. მათი თქმით, პატიმრის მდგომარეობა „სტაბილური და დამაკმაყოფილებელია“.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჰენრი მეიერი