LIVE

Goldman Sachs-ის $10.5 მილიარდიანი გარიგება ინვესტორებს აფიქრებს

30 მარ 202121:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 554
Goldman Sachs-ის $10.5 მილიარდიანი გარიგება ინვესტორებს აფიქრებს
Bloomberg

სანამ Wall Street-ი ცდილობს დაადგინოს, ვინ იყო Goldman Sachs-ის მიერ პარასკევს განხორციელებული $10.5 მილიარდიანი ბლოკ ტრეიდის უკან, ინვესტორები ფიქრობენ, თუ რამდენად უპრეცედენტოა ამ ტიპის გაყიდვა და კიდევ არის თუ არა მსგავსი რამ მოსალოდნელი.

ბლოკ ტრეიდი გულისხმობს დიდი მოცულობის პრივატულ ვაჭრობას/გარიგებას ღია ბაზარს მიღმა.

ექსტრაორდინალური მასშტაბის ბლოკ ტრეიდმა აქციების ღირებულებიდან $35 მილიარდი წაშალა, დაწყებული ჩინური ტექნოლოგიური გიგანტებით, დამთავრებული აშშ-ის მედია კონგლომერატებით.

აშშ-ში ბაზრის გახსნამდე, Goldman-მა Baidu-ს, Tencent Music Entertainment Group-ისა და Vipshop Holdings-ის $ 6,6 მილიარდი დოლარის აქციები გაყიდა. ამ ნაბიჯს ViacomCBS-ის, Discovery-ის, Farfetc-ის, iQiyi-ისა და GSX Techedu-ის $ 3.9 მილიარდის ღირებულების აქციების გაყიდვა მოჰყვა.

”ეს ძალიან უჩვეულო იყოა. ახლა კითხვაა: დასრულდა პროცესი, თუ ბაზარი კიდევ ერთ ბლოკ ტრეიდის ტალღას უნდა ელოდოს?”, - განაცხადა ოლივერ პურშემ, Wealthspire Advisors-ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა, რომელიც $12 მილიარდის აქტივებს მართავს.

ბლოკ ტრეიდის ტალღამ იმ აქციებზე ფასების ცვალებადობაც გამოიწვია, რომლებიც ვაჭრობაში მონაწილეობდნენ. 

ფრედერიკ ჰილდნერმა, Salm-Salm & Partner-ის პორტფელის მენეჯერმა ნაბიჯს უპრეცედენტო უწოდა. ”საინტერესოა, რატომ მოხდა ეს ბლოკ-ტრეიდი, რამე ისეთი იცის ერთმა ფირმამ, რაც სხვებმა არ იციან, თუ რატომღაც იძულებული გახდნენ რისკები შეემცირებინათ?",- აღნიშნა მან.

როგორც ცნობილია, არარეგისტრირებული საფონდო შეთავაზებების უმეტესობას, ერთი ან მეტი დაუდგენელი აქციონერის სახელით, Morgan Stanley-ი მართავდა. Bloomberg-ის მონაცემების მიხედვით, ზოგიერთმა ვაჭრობამ ინდივიდუალურ კომპანიებში $1 მილიარდს გადააჭარბა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ვივიან როდიგეზი, ალბერტინა ტორსოლი, ჟან-პატროკ ბარნეტი