LIVE

ბიტკოინის ღირებულება $50 440-მდე შემცირდა

26 მარ 202115:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 759
ბიტკოინის ღირებულება $50 440-მდე შემცირდა
Bloomberg

ბიტკოინის ფასი კლებას განაგრძობს. ყველაზე დიდი კრიპტოვალუტის ღირებულება 6,7%-ით დაეცა და $50 440-ს შეადგენს. მეხუთე დღეა, ციფრულ მონეტა დეკემბრის შემდეგ ყველაზე ხანგრძლივ გაუფასურების სერიას აფიქსირებს.

ბიტკოინის რეკორდული ღირებულება, $61,742, მარტში დაფიქსირდა და ახლა დაახლოებით $10,000-ითაა შემცირებული, თუმცა ღირებულება 700%-ითაა გაზრდილი გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით.

ბიტკოინი ოთხშაბათს მცირედით გაიზარდა მას შემდეგ, რაც Tesla-მ ციფრულ აქტივი გადახდის ფორმად მიიღო. მიუხედავად ამისა, უმსხვილესი კრიპტოვლუტა პარასკევის შემდეგ დაახლოებით 12%-ით არის შემცირებული.

StockCharts.com-ის უფროსმა ანალიტიკოსმა, ჯულიუს დე კემპენერმა ბიტკოინის ვარდნის და აღმასვლის სერია შეაფასა, როგორც დაბალი ზრდებისა და მაღალი ვარდნების ტრენდი.

"ეს ნიშნავს, რომ ჩვენ დღევანდელ დიაგრამაში ვარდნის ტენდენციაში ვართ, ეს ასევე ნიშნავს, რომ ახლა ზრდა  შეზღუდულია”,- აღნიშნავს ის. 

ბლაის მასტერსი, JPMorgan Chase-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ამბობს რომ, კრიპტოვლუტა ძირითადად სპეკულაციის საშუალებად რჩება.

საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის, Benoit Coeure-ის შეფასებით კი, მონეტის არასტაბილურობა შეუძლებელს ხდის მის ვალუტის როლში ყოფნას.

სხვები ამტკიცებენ, რომ ბიტკოინის გაზრდილი ინსტიტუციური მიმღებლობა, მისი, როგორც პორტფელის დივერსიფიკაციისა და რისკების ჰეჯირების საშუალებად მიღების შანსებს ზრდის.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ერიკ ლამი და ოლივია რაიმონდი