LIVE

როგორ გადავრჩეთ 80-საათიანი სამუშაო კვირის პირობებში?

26 მარ 202121:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 877
როგორ გადავრჩეთ 80-საათიანი სამუშაო კვირის პირობებში?

ამერიკული ფინანსური კომპანია Goldman Sachs-ის ანალიტიკოსებისთვის, რომლებიც საშუალოდ კვირაში 95 საათს ან მეტს მუშაობენ, 80-საათიანი სამუშაო კვირა საოცნებოდაც კი ჟღერს. მათი სამუშაო დროის შესახებ ჩატარებული შიდა კვლევის შედეგები ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა.  

როგორც აღმოჩნდა, დამწყებ ანალიტიკოსებს COVID-19-ის პანდემიის პერიოდში დღე-ღამეში საშუალოდ ხუთი საათი სძინავთ და საკუთარ ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობის მდგომარეობას 10-დან 3 ქულით აფასებენ. Goldman-ის ხელმძღვანელმა, დევიდ სოლომონმა პირობა დადო, რომ უმცროს ბანკირებს სამუშაო კვირის განმავლობაში ერთ უქმე დღეს გამოუყოფს.

ჭარბი სამუშაო საათები მხოლოდ ერთი კომპანიის პრობლემა არ არის. ამ საკითხის გადაჭრას ხელმძღვანელები სხვადასხვა გზით ცდილობენ. Citigroup-ის CEO-ს ჯეინ ფრეიზერის მიერ შემოღებული ტერმინი “უ-Zoom-ო პარასკევი” კვირის ბოლო დღეს ვიდეო შეხვედრების შეზღუდვას ისახავს მიზნად. მასვე ეკუთვნის ინიციატივა იმის თაობაზე, რომ არ დაინიშნოს საქმიანი შეხვედრები არასამუშაო საათებში.

Bloomberg-ის მოსაზრებების რუბრიკის ავტორები, ელისა მარტინუცი და მარკუს ეშვორთსი მიიჩნევენ, რომ “უსასრულო სამუშაო დღისა და მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნის შეგრძნებასთან” ბრძოლა უკვე გვიანია. მიუხედავად ამისა, თუ თქვენ კვლავაც გიწევთ გვიანობამდე მუშაობა, სჯობს აუხსნათ თქვენს უფროსებს, რომ ეს თქვენს პროდუქტიულობაზე უარყოფითად აისახება.

რჩევები მენეჯერებისთვის, რომლებიც თანამშრომლებისგან ზეგანაკვეთურ მუშაობას მოითხოვენ, შემდეგია : 

  • კვირაში მაქსიმუმ 80 სამუშაო საათი;
  • კონკრეტული შეხვედრისთვის გამოყავით ერთკვირიანი მოსამზადებელი დრო;
  • კლიენტთან შეხვედრამდე, სამუშაოს მინიმუმ 12 საათით ადრე დასრულება;
  • არავითარი საქმე პარასკევს 21:00 საათის შემდეგ  და შაბათს, მთელი დღის განმავლობაში; 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჩარლი უელსი და ლიზა ფლეიშერი