LIVE

აშშ-ში რუსულ ნავთობზე რეკორდული მოთხოვნაა

26 მარ 202119:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 1810
აშშ-ში რუსულ ნავთობზე რეკორდული მოთხოვნაა
Julie Dermansky/Bloomberg

მას შემდეგ, რაც სანქციების დაწესების შედეგად, აშშ-მ წვდომა დაკარგა ვენესუელის ნავთობზე და OPEC-ის ქვეყნებიდან ხელოვნურად შემცირებული მოცულობა მიეწოდება, 2020 წელს, აშშ-ის ნავთობგადამამუშავებელი საწარმოები დეფიციტის შესავსებად რუსულ ნავთობს იყენებენ.

გასულ წელს, ნავთობზე გაზრდილმა მოთხოვნამ და საუდის არაბეთიდან მკვეთრად შემცირებულმა გადაზიდვებმა, რუსეთი აშშ-ში მესამე უდიდეს ნავთობის მიმწოდებლად აქცია. ეს სიახლე აქტიურად განიხილებოდა ნავთობის ბაზარზე, თუმცა საკითხს დიპლომატიურ წრეებში დიდი ყურადღება არ დაეთმო.

ამერიკის მზარდი დამოკიდებულება რუსულ ნავთობზე კონფლიქტშია აშშ-ის ენერგეტიკულ პოლიტიკასთან. ბოლო ორი წელი, ამერიკელი კანონმდებლები ლობირებდნენ ევროპულ ქვეყნებს, რათა შეეჩერებინათ Nord Stream 2-ი. რადგან, იმ ფონზე, რომ მრავალმილიარდიანი მილსადენი ითვალისწინებს ციმბირული გაზის ტრანსპორტირებას გერმანიაში და არსებობს საფრთხე, რომ ამ პროექტით, კრემლი გაზრდიდა ზეწოლის მექანიზმებს აშშ-ის მოკავშირეებზე. 2019 წელს, რუსული ბუნებრივი აირი ევროპის გაზის იმპორტის 45%-ს შეადგენდა. კონგრესმა სანქციებიც კი დააწესა ამ პროექტში ჩართულ კომპანიებზე.

მნიშვნელოვანია, რუსული ნავთობის იმპორტის მკვეთრმა ზრდამ დაადასტურა, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ განცხადებული ენერგეტიკული დამოუკიდებლობის პოლიტიკა არაეფექტური და მყიფეა. რუსეთის მხრიდან აშშ-ის ნავთობის ერთ-ერთ ძირითად იმპორტიორად ჩამოყალიბება განაპირობა საბაზრო პირობებმა, გამართლებამ და რუსეთის დადასტურებულმა უნარმა, თავის სასარგებლოდ შემოაბრუნოს ვაშინგტონის პოლიტიკა.

ნავთობგადამამუშავებელ ინდუსტრიაში მომუშავე კონსულტანტები, ანალიტიკოსები და ლობისტები აცხადებენ, რომ ვაშინგტონში ვერ ამჩნევენ შეშფოთებას რუსეთიდან გაზრდილი იმპორტის თაობაზე. თუმცა, ეს შესაძლოა, შეიცვალოს. მარტში აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტს მკვლელი უწოდა და გააფრთხილა, რომ აშშ-ის არჩევნებში ჩარევისთვის საზღაურს გადაიხდის. პოლიტიკური ექსპერტების ვარაუდით, ვაშინგტონმა შესაძლოა სანქციები დააწესოს რუსული ნავთობის იმპორტზე, თუმცა ნავთობის ინდუსტრიაში ამას რეალისტურად არ მიიჩნევენ.

თუ შემდეგ თვეებში, საუდის არაბეთი წარმოებას გაზრდის შესაძლებელია, რუსული ნავთობი ჩანაცვლდეს. იგივე ვითარებაა ქუვეითთან და ერაყთან მიმართებაშიც. კანადური ნედლი ნავთობიც ერთ-ერთი ალტერნატივაა, თუმცა აშშ-ის ნავთობგადამამუშავებელი კომპანიები უკვე შეისყიდიან მაქსიმალურ ხელმისაწვდომ რაოდენობას. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ხავიერ ბლასი