
2023 წლის დეკემბრის ბოლოსთვის ბანკებში განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ 50.60 მლრდ ლარი შეადგინა. 30 ნოემბრის მაჩვენებელთან შედარებით, დეპოზიტები 183.38 მლნ ლარით, ანუ 0.36%-ითაა გაზრდილი.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები 668.20 მლნ ლარით (3.34%) შემცირდა, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტების მოცულობამ 851.58 მლნ ლარით (2.80%) მოიმატა.
დეკემბრის ბოლოსათვის დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 49.27% შეადგინა. 30 ნოემბრის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია 0.03 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
დეკემბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიური შეწონილი საბაზრო საპროცენტო განაკვეთი 7.55% იყო, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 10.79%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 2.18%.
აღსანიშნავია, რომ უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 78.78%, ევროს წილმა კი 19.36% შეადგინა.