LIVE

Facebook-ი ციხიდან გამოსული ადამინებისთვის ახალ პროდუქტს ქმნის

25 მარ 202123:29
3 წუთის საკითხავი
clock clock 770
Facebook-ი ციხიდან გამოსული ადამინებისთვის ახალ პროდუქტს ქმნის
Bloomberg

Facebook-ი ახალ სერვისს ქმნის იმ ადამიანების დასახმარებლად, ვინც ციხიდან გამოსვლის შემდეგ საზოგადოებაში ინტეგრირებას ცდილობს. ეს ნაბიჯი კომპანიის ძალისხმევის ნაწილია, მეტი პროდუქტი შექმნას მარგინალიზებული თემებისთვის.

Facebook-ის ახალი პროგრამის, Re-Entry App-ის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მისი რეკლამა Instagram-ზე შეცდომით მიიღო მომხმარებელთა ნაწილმა. კომპანიამ აპლიკაციის გამოსაცდელად და უკუკავშირის მისაღებად მომხმარებელთა სამიზნე ჯგუფს ადრეული წვდომა შესთავაზა, თუმცა ამ ჯგუფში გარეშე პირებიც მოხვდნენ.

”ჩვენ შევისწავლეთ სხვადასხვა გზა, როგორ შეგვიძლია იმ ხარვეზების აღმოფხვრა ჩვენს აპლიკაციებში, რომელთა წინაშე მარგინალიზებული თემები დგანან. ეს მხოლოდ შიდა ტესტი უნდა ყოფილიყო. ჩვენ გავაუქმეთ შეტყობინება, როგორც კი გავიგეთ, რომ ის შემთხვევით სხვა მომხმარებლებსაც მიუვიდათ”,- აღნიშნა Facebook-ის სპიკერმა განცხადებაში. 

კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ცუკერბერგმა გასული წლის ივნისში განაცხადა, რომ Facebook-ს რასობრივი სამართლიანობის გასაუმჯობესებლად ახალი პროდუქტის შექმნა სურდა. ამასთან, Instagram-ს უკვე ჰყავს გუნდი, რომელიც საზოგადოებისგან იზოლირებული თემებისთვის ახალი აპლიკაციის ახალი მახასიათებლების შექმნაზე მუშაობს.

აღსანიშნავია ისიც, რომ Facebook-ი ხშირად ატარებს ექსპერიმენტებს სერვისებისა და აპლიკაციების იდეებზე, რომლებიც საბოლოოდ აღარ მატერიალიზდება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯილიან ვარდი და კურ ვაგნერი