LIVE

2023 წელს საქართველოში ელ.ენერგიის მოხმარება შემცირდა, გენერაცია გაიზარდა - TBC Capital

22 იან 202414:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 377
2023 წელს საქართველოში ელ.ენერგიის მოხმარება შემცირდა, გენერაცია გაიზარდა - TBC Capital

TBC Capital-ის ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვის თანახმად, გასულ წელს ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 7.8%-ით შემცირდა, ხოლო ადგილობრივი გამომუშავება 1.1%-ით გაიზარდა.

ამ ფონზე, ელექტროენერგიის ექსპორტმა რეკორდულად მაღალ მაჩვენებელს, 103.3 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, იმპორტი კი ისტორიულ მინიმუმამდე, 1.1 მილიონ აშშ დოლარამდე შემცირდა.

უფრო დეტალურად, ელექტროენერგიის ბაზრის გასული წლის ტენდენციები ასეთი იყო:

  • გამომუშავება წლიურად 1.1%-ით გაიზარდა და 14.4 ტვტ. სთ-ს მიაღწია. ჯამური გამომუშავებიდან, ჰიდროსადგურების წილმა 75.5% შეადგინა, თბოსადგურებმა 23.9% დაიკავა, ხოლო ქარის სადგურის გამომუშავება 0.6% იყო.
  • 2023 წელი, პანდემიური 2020-ის გარდა, ის გამონაკლისია, როდესაც მოხმარებამ იკლო. ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 7.8%-ით შემცირდა და 13.1 ტვტ. სთ შეადგინა. კლების ძირითადი მიზეზი პირდაპირი მომხმარებლების, ძირითადად მეტალურგიული ქარხნების, მიერ ელექტროენერგიაზე შემცირებული მოთხოვნაა. ამასთან, აფხაზეთის მოხმარებამ თითქმის 2.7 ტვტ. სთ შეადგინა, რაც წლიურად 10.8%-ით შემცირებული მაჩვენებელია და თავის მხრივ, კრიპტომაინინგის კლებით აიხსნება.
  • ელექტროენერგიის იმპორტის 98% აფხაზეთის მოხმარების დასაკმაყოფილებლად, რუსეთიდან განხორციელდა. იმპორტის ჯამურმა ღირებულებამ 1.1 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. ქვეყანაში 790 გვტ. სთ. ელექტროენერგია შემოვიდა, რაც წლიურად 48%-იანი კლებაა.
  • 2023 წელს ელექტროენერგიის ექსპორტმა 1.5 ტვტ. სთ-ს მიაღწია, ხოლო საქართველომ რეკორდული 103.3 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. ძირითადი ბაზარი, კვლავ, თურქეთია, რომელზეც ექსპორტის 89% მოდის. შემდეგ კი არიან აზერბაიჯანი და სომხეთი, ექსპორტში 6% და 5%-იანი წილებით.