
რუსეთი საგარეო პოლიტიკური მიმართულებით არაერთხელ გახდა როგორც მკაცრი კრიტიკის, ისე სკანდალის ობიექტი. თუმცა, ხმაური მხოლოდ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს არ უკავშირდება. რუსეთის საელჩოები, სხვადასხვა ქვეყანაში, სამჯერ გაეხვნენ სკანდალში.
საფრანგეთში რუსეთის საკონსულოს თანამშრომელი მოპარულ ველოსიპედებს ყიდდა
2021 წლის თებერვალში, სტრასბურგში, რუსეთის საკონსულოს თანამშრომელი დააკავეს. როგორც გაირკვა, ის დიპლომატიური მისიის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან მოპარულ ველოსიპედებს ყიდდა. გამოძიებამ გაარკვია, რომ მან 2020 წლის იანვრიდან საიტზე Leboncoin, 300-მდე განცხადება გამოაქვეყნა და ჯამში 100 000 ევროს ღირებულების ველოსიპედები გაყიდა. მოპარული ველოსიპედების ქურდი რუსი დიპლომატის მძღოლია და ის ახლა რუსეთში იმალება. ის მოპარულ ველოსიპედებს უშუალოდ საკონსულოს შენობიდან ყიდდა და ამასთან, საკონსულოს სახელით მომხმარებლებს ინვოისებსაც აძლევდა.
ჩეხეთში მერის მკვლელობის მცდელობა
2020 წელს მკვლელობის მცდელობის გამო პრაღის მერს პოლიციამ დაცვა დაუნიშნა. საგამოძიებო უწყებების ცნობით, რუსეთის სპეცსამსახურები მერის მოწამვლას გეგმავდნენ. ადამიანი რუსული დიპლომატიური დოკუმენტებით, 3 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა პრაღაში 2 პოლიტიკოსის მოსაკლავად. მკვლელს თან ჰქონდა ჩემოდანი, რომელიც სავსე იყო "რიცინის" მომაკვდინებელი შხამით.
კოკაინის სკანდალი არგენტინაში
2018 წელს არგენტინის პოლიციამ ბუენოს-აირესში რუსეთის საელჩოსთან დაკავშირებული კოკაინის ქსელი გამოააშკარავა. საელჩოში დიდი რაოდენობით კოკაინის ამოღების ფაქტზე, რუსეთის ყოფილი დიპლომატიური დესპანი და არგენტინის პოლიციის თანამშრომელი დააკავეს.