LIVE

კინოთეატრები კონკურენციის სააგენტოს ჯარიმას სასამართლოში გაასაჩივრებენ

09 იან 202413:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 451
კინოთეატრები კონკურენციის სააგენტოს ჯარიმას სასამართლოში გაასაჩივრებენ

კინოთეატრების ქსელი Cavea, „ამირანი“ და „აპოლო ბათუმი“ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ემხრობიან და ჯარიმების გასაჩივრებას აპირებენ. 

ამის შესახებ „ბიზნეს ფორმულას“ კინოთეატრების წარმომდგენელმა განუცხადა. 

აღსანიშნავია, რომ კონკურენციის სააგენტოს ჯარიმას არ ეთანხმება და გასაჩივრებას განიხილავს Biletebi.ge-იც, რომელსაც საქმეში მომჩივნის სტატუსი ჰქონდა. 

კიდევ ერთი მოპასუხე მხარე, tkt.ge კი საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს. 

საქართველოს კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ დაადგინა, რომ კინოთეატრების ბილეთების ონლაინ რეალიზატორები კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმებით მოქმედებდნენ. კერძოდ, დარღვევად შეფასდა შპს "სადისტრიბუციო კომპანიას’’ და შპს "თინეთს’’ შორის ექსკლუზივის პირობით გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც კინოთეატრების ბილეთების გაყიდვის უფლებას მხოლოდ თინეთის მფლობელობაში მყოფ პორტალ tkt.ge-ს აძლევდა.

სააგენტოს გადაწყვეტილებით, როგორც მომჩივან (biletebi.ge) ასევე მოპასუხე მხარეებს (tkt.ge და კინოთეატრები) - 3 კომპანიას, ჯამურად, 1.6 მილიონ ლარზე მეტი სანქცია დაეკისრათ. 

კომპანიებს უფლება აქვთ სააგენტოს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრონ.