LIVE

ქონების ეროვნულმა სააგენტომ წელს, პრივატიზაციის შედეგად, 279 მილიონი ლარი მიიღო

28 დეკ 202312:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 318
ქონების ეროვნულმა სააგენტომ წელს, პრივატიზაციის შედეგად, 279 მილიონი ლარი მიიღო

ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ პრივატიზაციის შედეგად, ჯამში 279 518 776 ლარის მობილიზება შეძლო.

უწყების თანახმად, 2023 წელს 2 925 ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა.

სააგენტოს განცხადებით, ამ თანხიდან 200 305 592 მილიონი ლარი ცენტრალურ ბიუჯეტში, 51 542 911 მილიონი ლარი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში, 2 584 866 მილიონი ლარი კი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტში გადარიცხეს.