
NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების მინისტერიალზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ალიანსის გაძლიერების ინიციატივით გამოვიდა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ალიანსი კრიტიკულ ეტაპზე იმყოფება, მაგრამ ის შეიძლება გაძლიერდეს თურქეთსა და რუსულ გაზზე შიდა დავის შემდეგ.
„მე აქ ჩამოვედი შეერთებული შტატების მხრიდან NATO-ს მიმართ ურყევი ვალდებულების გამოსახატად“ - განუცხადა ბლინკენმა ჟურნალისტებს ალიანსის გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ. „შეერთებულ შტატებს ჩვენი პარტნიორობის აღდგენა სურს, პირველ რიგში, NATO-ში ჩვენს მოკავშირეებთან, ჩვენ გვსურს ალიანსის გამოცოცხლება“.
დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს, ვაშინგტონსა და ალიანსს შორის დაპირისპირება იყო, რომლის ერთ-ერთ მიზეზს ევროპის ქვეყნების მხრიდან თავდაცვის ხარჯების ზრდის შესახებ აშშ-ის მოთხოვნა წარმოადგენდა. NATO-ს ევროპელი წევრები მიესალმნენ რიტორიკის ცვლილებას.
ბლინკენის თქმით, ჩინეთის სამხედრო აღმავლობა და რუსეთის მხრიდან დასავლეთის დესტაბილიზაციის მცდელობა, არის საფრთხე, რომელიც NATO-ს გაერთიანებას მოითხოვს.