
Google-მა თავისი ყველაზე განვითარებული ფოტოების გენერატორი ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყო Imagen 2 გამოუშვა. პროგრამის განვითარებული ვერსია მაღალი ხარისხის, რეალობასთან უფრო მიახლოებულ ფოტოებს ტექსტური ბრძანების შედეგად ქმნის.
Imagen 2 აღჭურვილია ინტუიციური ხელსაწყოებით, სრულად მართული ინფრასტრუქტურითა და კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების ჩაშენებული პროგრამით. მომხმარებლებს განახლებული ვერსიაში შესაძლებლობა ექნებათ:
- ბუნებრივი ენით აღწერილი მოთხოვნის საფუძველზე შექმნან მაღალი რეზოლუციის, რეალისტური და ესთეტიკურად სასიამოვნო სურათი;
- დაამზადონ კომპანიის ან პროდუქტის სარეკლამო ლოგო;
- განათავსონ ფოტოზე სხვადასხვა ენაზე ხელმისაწვდომი ტექსტი.
მიიჩნევა, რომ Imagen 2 ბევრად სჯობს კონკურენტ OpenAI-ს DALL-E 3-ს და Midjourney-ს ნიუანსების უკეთ წარმოჩენასა და აბსტრაქტული ცნებების უკეთ ვიზუალიზაციაში. Google-ის პროგრამას მნიშვნელოვანი გაუმჯობესება აქვს ადამიანების რეალისტური ფოტოების შექმნაში განსაკუთრებით, ისეთი დეტალების, როგორიცაა სახე და თითები.
Imagen 2-ის ტექნოლოგია დეველოპერებისთვის და სხვა მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია Imagen API-ში და Google Cloud Vertex AI-ში.