LIVE

მასკი ოსტინში ახალი უნივერსიტეტის გახსნას გეგმავს

14 დეკ 202317:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 408
მასკი ოსტინში ახალი უნივერსიტეტის გახსნას გეგმავს

მილიარდერი ილონ მასკი, რომელიც ტეხასში საცხოვრებლად პანდემიის დროს გადავიდა, შტატის ქალაქ ოსტინში ახალი უნივერსიტეტის გახსნას გეგმავს. ამის შესახებ ცნობილი მისი ერთ-ერთი საქველმოქმედო ორგანიზაციის საგადასახადო დოკუმენტებიდან გახდა. 

საქველმოქმედო ორგანიზაცია, სახელწოდებით The Foundation, აპირებს, რომ მასკის ნაჩუქარი $100 მილიონი ოსტინში დაწყებითი და საშუალო სკოლის გახსნას მოახმაროს. სკოლა ორიენტირებული იქნება მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის სწავლებაზე. მას შემდეგ, რაც სკოლა სრულფასოვან ფუნქციონირებას შეძლებს, ის უნივერსიტეტის შექმნაზე გადაერთვება. 

Southern Association of Colleges-ისა და Schools Commission on Colleges-ის აკრედიტაცია მიიღოს, რაც საქმიანობის დასაწყებად აუცილებელი წინაპირობაა. ამჟამად ორგანიზაცია სკოლისთვის აღმასრულებელი დირექტორის, ადმინისტრაციის და მასწავლებლების შერჩევის პროცესშია.  

სკოლა თავდაპირველად 50 მოსწავლეს მიიღებს და თავის საქმიანობას შემოწირულებებითა და სწავლის გადასახადით დააფინანსებს. თუმცა თუ მოსწავლეს საფასურის გადახდა არ შეუძლია, სკოლა მას ფინანსურ დახმარებას გაუწევს. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა 52 წლის მილიარდერმა სკოლის ან უნივერსიტეტის გახსნის ინტერესი გამოხატა. დაახლოებით 10 წლის წინ, მან თავისი ხუთი შვილისთვის და SpaceX-ის დასაქმებულებისთვის  კალიფორნიაში გახსნა სკოლა Ad Astra, რომელიც მასკთან ერთად, 2020 წელს ტეხასში გადავიდა.  

მილიარდერმა Musk Foundation-ს გასულ წელს Tesla-ს $2.2 მილიარდის ღირებულების აქცია გადასცა.

მასკი, რომელიც $220.8 მილიარდით მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია, ოსტინთან საკუთარ ქალაქს ქმნის.