
კურორტ ბახმაროში მდებარე სასტუმრო „ბახმარო“ აუქციონზე 7 467 000 ლარად იყიდება. ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიწის საერთო ფართობი 16 450 კვადრატული მეტრია, რომელზეც რამდენიმე შენობა-ნაგებობაა განთავსებული.
საინვესტიციო პირობების თანახმად, მყიდველი ვალდებულია შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან, არაუმეტეს 7 წლის ვადაში, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, უძრავ ქონებაზე, დამატებული ღირებულების გადასახადის გარეშე, მინიმუმ 2 000 000 ლარის ინვესტიცია განახორციელოს.
ამასთან, მყიდველმა ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში, მინიმუმ 1 493 400 ლარი უნდა გადაიხადოს. 2024 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით კი საპრივატიზებო თანხა სრულად უნდა დაიფაროს.
ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აუქციონი 22 დეკემბერს სრულდება.