LIVE

იმერეთსა და სამეგრელოში 9 უკანონო სახერხი საამქრო დაილუქა - გარემოსდაცვითი ზედამხედველობა

04 დეკ 202312:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 344
იმერეთსა და სამეგრელოში 9 უკანონო სახერხი საამქრო დაილუქა - გარემოსდაცვითი ზედამხედველობა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა იმერეთსა და სამეგრელოში 9 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინა.

უწყების ცნობით, ხონში - 3, ჩხოროწყუს, მარტვილისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში კი 6 არარეგისტრირებული საამქრო დაილუქა. დანადგარები საკარმიდამო ეზოებსა და მდინარე ცხენისწყლის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო მოწყობილი.

„უკანონო სახერხი საამქროების ტერიტორიებიდან ამოღებულია დიდი ოდენობით უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე. ჯამში, დალუქულია სხვადასხვა სახეობის 267 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი) და დაახლოებით 30 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი, ძელი, ძელაკი)“,- ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ ცხრავე ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, ამიტომ მასალები შესაბამის უწყებას გადაეცა.