
საფრანგეთის ხელისუფლების ცნობით, ამ შაბათ-კვირას დაახლოებით 190 მიგრანტი ლა-მანშის სრუტის კვეთის დროს გადაარჩინეს. მიგრანტები სრუტის გადალახვასა და ბრიტანეთში მოხვედრას ნავით ცდილობდნენ.
აღსანიშნავია, რომ სრუტე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული გადამზიდი ხაზია, სადაც მუდმივად ძლიერი დინებაა. არალეგალურად საზღვრის კვეთის დროს კი მცირე ნავი ხშირ შემთხვევაში ვერ უძლებს ხალხის დიდ რაოდენობას, რის გამოც მათი ნაწილი ცურვით ცდილობს ბრიტანეთის სანაპირომდე მიღწევას.
უცნობია, რომელი ქვეყნის მიგრანტები ცდილობდნენ ლა-მანშის სრუტის გადაკვეთას.