LIVE

რომელია 2023 წლის 10 ყველაზე ძვირადღირებული საკოლექციო ავტომობილი?

03 დეკ 202318:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1633
რომელია 2023 წლის 10 ყველაზე ძვირადღირებული საკოლექციო ავტომობილი?

წელს აუქციონებზე გაყიდული კლასიკური მანქანების ყველაზე ძვირიანი მოდელის სტატუსი 1962 წლის Ferrari 330 LM/250 GTO-მ მოიპოვა. ეს მოდელი 13 ნოემბერს ნიუ-იორკში Sotheby's-ის აუქციონზე $51.7 მილიონად გაიყიდა. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი ლიდერობის გარდა, მანქანა აუქციონზე გაყიდული Ferrari-ს ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილიც გახდა.

სიაში მეორე ადგილს ასევე Ferrari-ს 1967-ის წლის 412P Berlinetta იკავებს, რომელიც 17 აგვისტოს $30.2 მილიონად გაიყიდა. მესამე ადგილზე კი $18.8 მილიონად გაყიდული Mercedes-ის ფორმულა 1-ის მანქანა გავიდა.

მიუხედავად ასეთი შედეგებისა, სფეროს წარმომადგენლები შემდეგი წლიდან კოლექციონერების მხრიდან მოთხოვნის შემცირებას ელიან. ეს მეტწილად მიმდინარე მაკროეკონომიკური ფაქტორებითა და უკრაინასა და ისრაელში მიმდინარე ომებით არის განპირობებული.

„როცა ასეთი ტიპის ავტომობილებზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ არასაჭირო ნივთებს. ხალხი უფრო ყურადღებიანი მხარჯველი გახდა.

მართალია, ბაზრის ტოპ კოლექციონერებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდა გავლენას არ ახდენს, თუმცა მაკროეკონომიკური მოვლენები მათ  ნამდვილად ეხებათ“, - ამბობს ხუან დიეგო კალე, დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი კომპანია Classic.com-ის, რომელიც კლასიკური და საკოლექციო მანქანების სფეროში მონაცემებს აგროვებს.

ტოპ ათეულში სხვა პოზიციებზე ყველაზე მეტ ადგილს Ferrari-ს ავტომობილები იკავებენ. თუმცა წამყვანი პოზიციები მოიპოვა Jaguar-მა და Bugatti-მაც, რომლის 2022 წლის Chiron Profilée ერთადერთი თანამედროვე მანქანაა ათეულში.

აუქციონებზე საჯაროდ გაყიდული წლის ყველაზე ძვირადღირებული საკოლექციო ავტომობილების სრული სია ასეთია:

  1. 1962 Ferrari 330 LM/250 GTO - $51.7 მლნ;
  2. 1967 Ferrari 412P - $30.2 მლნ;
  3. 2013 Mercedes-AMG Petronas F1 W04 - $18.8 მლნ;
  4. 1962 Ferrari 250 GT SWB California Spider - $18 მლნ;
  5. 1964 Ferrari 250 LM - $17 მლნ;
  6. 1957 Jaguar XKSS – $13.2 მლნ;
  7. 1972 Ferrari 312 PB - $13 მლნ
  8. 2002 Mercedes-Benz CLK GTR Roadster - $10.2 მლნ;
  9. 2022 Bugatti Chiron Profilée - $10.6 მლნ;
  10. 1962 Ferrari 250 GT SWB Berlinetta - $9.4 მლნ.