
სათამაშოების მწარმოებელი დანიური კომპანიის Lego-ს მემკვიდრემ, სოფი კირკ კრისტიანსენმა $930 მილიონის ღირებულების აქციები კომპანია Kirkbi-ს მიჰყიდა. ეს უკანასკნელი სათამაშოების მწარმოებლის მმართველი საინვესტიციო კომპანიაა, რომელსაც კრისტიანსენების ოჯახი ფლობს.
Lego-ს დამფუძნებლის შვილიშვილმა Kirkbi-ს დაახლოებით, 4 მილიონი აქცია, თითო 158 000 დანიური კრონად მიჰყიდა. კომპანიის განცხადებით, გადახდა დივიდენდებით განხორციელდა, აქციები კი გაუქმდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ოჯახის სხვა წევრების წილები გაიზარდა.
„სოფი კირკ კრისტიანსენი თავისი აქციების მცირე ნაწილი გაყიდა, რათა თავისი დრო და რესურსები ბუნების დაცვის პროექტებისთვის დაეთმო“, - აღნიშნულია Kirkbi-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
Kirkbi Lego-ს 75%-იან წილთან ერთად ფლობს აქციებს სხვადასხვა კომპანიაში, ასევე ობლიგაციებსა და სხვა ტიპის ქონებას. გასულ წელს კომპანიის აქტივები 166 მილიარდ კრონამდე გაიზარდა, რაც Lego-ს მზარდი მოგებით იყო განპირობებული.
Kirkbi-ს ამჟამად თომას კირკ კრისტიანსენი, სოფის ძმა ხელმძღვანელობს. მან ეს პოზიცია ამ წლის დასაწყისში დაიკავა, როდესაც მათი მამა, კელდ კირკ კრისტიანსენი პოზიციიდან გადადგა.