LIVE

უნივერსიტეტის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა 4 დეკემბრიდან ორმხრივად აღდგება - კალაძე

02 დეკ 202313:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 316
უნივერსიტეტის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა 4 დეკემბრიდან ორმხრივად აღდგება - კალაძე

უნივერსიტეტის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა 4 დეკემბრიდან ორმხრივად იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ვიდეო მიმართვისას განაცხადა. 

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, საგზაო სამუშაოები დასრულებულია და ამჟამად მიმდინარეობს დახაზვის, გამწვანებისა და ტერიტორიის მოწესრიგების სამუშაოები. 

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, დახაზვის პარალელურად, მონტაჟდება შუქნიშნები და გაჩერებები.

"ფაქტობრივად, დასრულებულია გარე განათების მონტაჟი. მიმდინარეობს ტერიტორიის გამწვანება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტროტუარებზე მოეწყო შესაბამისი არხები, სადაც მოხდება საჰაერო სადენების მიწის ქვეშ განთავსება. გარდა ამისა, არის ლოკალური ადგილები, სადაც ტროტუარების სამუშაოები მიმდინარეობს", - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა. 

მისივე თქმით, რეაბილიტაციის ფარგლებში, სრულად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციების ყველა ქსელი, ასევე, მოეწყო სახანძრო ჰიდრანტები. ამასთან, მოეწყო საპარკინგე ადგილებიც, სადაც ამის შესაძლებლობა არსებობდა.