LIVE

2023 წელს დაწყებითი განათლება 56 600-მა მოსწავლემ მიიღო, წლიური კლება 6%-ია - საქსტატი

01 დეკ 202311:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 386
2023 წელს დაწყებითი განათლება 56 600-მა მოსწავლემ მიიღო, წლიური კლება 6%-ია - საქსტატი

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში 2023 წელს საშუალო სკოლა 47 291-მა მოსწავლემ დაასრულა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 4.1%-ით აღემატება. 

დაწყებითი განათლება მიიღო 56 600-მა მოსწავლემ (წლიური კლება 6%), ხოლო საბაზო განათლება - 46 800-მა მოსწავლემ (წლიური ზრდა 3.9%).

რაც შეეხება მიმდინარე სასწავლო წლის მონაცემებს, 2023/2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში სულ 2 296 სკოლა ფუნქციონირებდა, მათ შორის 2 086 საჯარო, ხოლო 210 კერძო.

2022/2023 სასწავლო წელთან შედარებით, ქვეყანაში არსებული სკოლების რაოდენობა 6 ერთეულით შემცირდა. რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი სკოლა (17.1%) იმერეთში ფიქსირდება.

2023/2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 634 300 მოსწავლე სწავლობდა, რაც წინა სასწავლო წლის მაჩვენებელს 0.2%-ით აღემატება.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეების 89.5% საჯარო სკოლებში სწავლობს, 10.5% კი - კერძო სკოლებში. მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 48.2% გოგოა, ხოლო 51.8% - ბიჭი.

საქსტატის თანახმად, 2023/2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 63 700 პედაგოგი იყო დასაქმებული, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 2.2%-ით მეტია. მასწავლებელთა დიდი უმრავლესობა ქალია. კერძოდ, პედაგოგების რიცხოვნობაში ქალების წილი 87.5%-ია, ხოლო კაცების - 12.5%.