LIVE

ხელოვნური ინტელექტი უსაფრთხოებაში ახალ მიდგომებს მოითხოვს - აშშ-ის ოფიციალური პირი

02 დეკ 202316:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 451
ხელოვნური ინტელექტი უსაფრთხოებაში ახალ მიდგომებს მოითხოვს - აშშ-ის ოფიციალური პირი

აშშ-ის კიბერუსაფრთხოების და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორის, ჯენ ისტერლის განცხადებით, ხელოვნური ინტელექტის (AI) სწრაფი განვითარებით გამოწვეული პოტენციური საფრთხის გათვალისწინებით, სისტემებში დამცავი საშუალებები თავიდანვე უნდა იყოს გათვალისწინებული.  

მისივე თქმით, ტექნოლოგიური პროდუქტები დაუცველობით ხასიათდება და მიიჩნევა, რომ ამას მომხმარებლები მოაგვარებენ. 

"ის ძალიან ძლიერია, ძალიან სწრაფად ვითარდება",- თქვა მან კანადელ კოლეგასთან სამი ხურისთან შეხვედრის შემდეგ სატელეფონო ინტერვიუში. 

ისტერლის თქმით, 18 ქვეყნის, მათ შორის, აშშ-ის წარმომადგენლებმა დაამტკიცეს ბრიტანეთის მიერ შემუშავებული ახალი გაიდლაინები ხელოვნური ინტელექტის კიბერუსაფრთხოების შესახებ.  

მიმდინარე თვის დასაწყისში, AI-ის წამყვანი დეველოპერები შეთანხმდნენ, რომ მთავრობებთან იმუშავებენ, რათა ხელი შეუწყონ სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიის რისკების მართვას.