LIVE

„არქი“ აშშ-ში საცხოვრებელ კომპლექსს ააშენებს - ინვესტიცია $50 მილიონია

28 ნოე 202313:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 387
„არქი“ აშშ-ში საცხოვრებელ კომპლექსს ააშენებს - ინვესტიცია $50 მილიონია

„არქი“ აშშ-ში, ფლორიდის შტატში, მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს ააშენებს.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, მშენებლობა 2024 წლის დასაწყისიდან 2026 წლამდე გასტანს, საინვესტიციო ღირებულება კი 50 მილიონი დოლარია. პროექტ „არქი მაიამის“ ფარგლებში „არქის“ პარტნიორი ამერიკული დეველოპერული კომპანია, Elit Group-ი იქნება.

„ვფიქრობ, „არქი“ მზად არის, გასცდეს ქვეყნის ფარგლებს და თავი უცხოურ ბაზარზეც დაიმკვიდროს. რა თქმა უნდა, საქართველოში საქმიანობას კვლავ გავაგრძელებთ – გეგმაში არაერთი პროექტი გვაქვს, რომლებსაც სხვადასხვა რეგიონში განვახორციელებთ. თუმცა პარალელურად „არქი“ თავის ძალისხმევას უცხოური ბაზრის ათვისებისკენაც მიმართავს“,– ამბობს „არქის“ პარტნიორი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ილია წულაია.

„არქი მაიამი“ კომპანიის პირველი გლობალური პროექტია და კომპანია გეგმავს, ფლორიდის შტატი და, ზოგადად, ამერიკული ბაზარი აითვისოს.