საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წლის ოქტომბერში, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა წინა თვესთან შედარებით 953.05 მლნ ლარით (1.94%-ით) გაიზარდა და ოქტომბრის ბოლოს 50.12 მლრდ ლარი შეადგინა.
სებ-ის თანახმად, ოქტომბერში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობამ 431.98 მლნ ლარით (1.60%-ით) მოიმატა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემულმა სესხებმა 521.07 მლნ ლარით (2.36%-ით).
აღსანიშნავია, რომ ოქტომბრის ბოლოს რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის ეროვნული ვალუტით 8.21 მლრდ ლარის სესხი იყო გაცემული (წინა თვესთან შედარებით 2.51%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით - 14.04 მლრდ ლარის სესხი (წინა თვესთან შედარებით 1.43%-ით მეტი).
ოქტომბერში 1.06%-ით, ანუ 275.01 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და სექტემბრის ბოლოსათვის 26.12 მლრდ ლარი იყო.
სებ-ის თანახმად, ოქტომბრის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 54.82% შეადგინა, რაც წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით 0.18 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.