
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ჯო ბაიდენს ვლადიმირ პუტინის „მკვლელად“ მოხსენიების გამო აკრიტიკებს და მსგავს შეფასებას „მიუღებელს“ უწოდებს.
„ბაიდენის კომენტარი პუტინზე არ შეეფერება ქვეყნის მეთაურს“ - განაცხადა ერდოღანმა და პუტინი „გონიერი“ და „თანამედროვე რეაგირებისთვის“ შეაქო.
ანკარა და ვაშინგტონი NATO-ში მოკავშირეები არიან, თუმცა ერდოღანსა და ბაიდენს შორის კომუნიკაცია ინაუგურაციის შემდეგ არ შემდგარა. ანკარაში ასევე კარგად ახსოვთ 2019 წელს ბაიდენის მიერ ერდოღანის „ავტოკრატად“ მოხსენიება. ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის კიდევ ერთი მიზეზი თურქეთის მიერ რუსული თავდაცვის სისტემების შეძენის გადაწყვეტილებაა.
მიუხედავად სირიის ომში დაპირისპირებული მხარეების მხარდაჭერისა, ერდოღანმა პუტინს „მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი“ უწოდა.