LIVE

საზღვარგარეთ მომუშავე ქართველი ექიმებისთვის საქართველოში საქმიანობა მარტივდება

27 ნოე 202314:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 412
საზღვარგარეთ მომუშავე ქართველი ექიმებისთვის საქართველოში საქმიანობა მარტივდება

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საზღვარგარეთ მომუშავე ქართველი ექიმები საქართველოში პროფესიულ საქმიანობას გამარტივებული წესით შეძლებენ.

კერძოდ, ექიმებს, რომლებსაც შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და საექიმო საქმიანობის ნებართვა აქვთ, სამშობლოში, პროფესიული საქმიანობის გაგრძელებას ავტომატურად, ზედმეტი ბიუროკრატიისა და ბარიერების გარეშე, ნებისმიერ დროს შეძლებენ. მათ მიერ, მხოლოდ საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენაა საჭირო, რის შემდეგაც პროაქტიულად მიენიჭებათ სახელმწიფო საექიმო საქმიანობის სერტიფიკატი.

სამინისტროს ინფორმაციით, გამარტივებული წესით, აშშ-ში, ევროკავშირში შემავალ ქვეყნებში, ასევე - კანადაში, ავსტრალიაში, ისლანდიაში, ისრაელში, თურქეთში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, ახალ ზელანდიაში, ნორვეგიაში, შვეიცარიაში, ლიხტენშტაინსა და სამხრეთ აფრიკაში მოღვაწე ქართველი ექიმები ისარგებლებენ.