LIVE

ნაქერალას უღელტეხილზე და საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მოძრაობა შეზღუდულია

27 ნოე 202311:11
3 წუთის საკითხავი
clock clock 319
ნაქერალას უღელტეხილზე და საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მოძრაობა შეზღუდულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ52 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე და საჩხერე (სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

ცნობისთვის, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი გაავრცელა. მათი ინფორმაციით, 27 ნოემბრიდან 28 ნოემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, შესაძლებელია თოვლის ზვავები, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 5-6 ბალიანი შტორმი.

მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. მთიან და მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელი დიდთოვლობის, ზვავსაშიშროების და ხილვადობის გაუარესების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.