
თბილისის 2024 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტის მოცულობა 1 700 912 000 ლარია.
დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ბიუჯეტის პროექტი განსახილველად საკრებულოში უკვე გადაიგზავნა.
„თბილისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა, რომელიც წარდგენილია საკრებულოში, განსაზღვრულია 1 700 912 000 ლარით, რაც 2023 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით გაზრდილია 68 მლნ 779 ათასი ლარით.
ეს არის ბიუჯეტის პროექტის პირველადი და არა საბოლოო ვერსია. ჩემი თხოვნა იქნება, საზოგადოება შეცდომაში არ შეიყვანოთ, რადგან მოგვიწევს აღნიშნული პროექტის მოცულობის დაკორექტირება. ვთანამშრომლობთ ფინანსთა სამინისტროსთან, რისთვისაც ამ უწყებას მადლობას ვუხდი. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო ცენტრალურ ხელისუფლებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.