
საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. კერძოდ, 21 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 0.56 თეთრით გაუფასურდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.7037 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან 1.21 თეთრით გაუფასურდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9603 ლარი გახდა.
აღნიშნული კურსები ძალაში 22 ნოემბრის ჩათვლით იქნება.