
Facebook-ის სერვისები, კერძოდ WhatsApp და Instagram გაითიშა, შეფერხებით მუშაობს Messenger. მომხმარებლები სისტემაში შესვლას და აპლიკაციებით სარგებლობას ვერ ახერხებენ.
ვებ-გვერდ Down Dectector-ის თანახმად, პრობლემა მთელ მსოფლიოში ფიქსირდება. ამ ეტაპზე უცნობია, რა გახდა შეფერხების მიზეზი.