
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მომავალ კვირაში დაგეგმილ NATO-ს მინისტერიალს დაესწრება და ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრებსა და ევროკავშირის ოფიციალურ წარმომადგენლებს შეხვდება.
NATO-ს მინისტერიალზე განსახილველ თემებს შორისაა რუსეთთან და ჩინეთთან დაკავშირებული პრობლემები, კიბერ და ენერგეტიკული უსაფრთხოება. დაგეგმილია ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლეიენთან შეხვედრა, სადაც Covid-19-ის პანდემიის, ეკონომიკის აღდგენისა და დემოკრატიის განმტკიცების თემაზე იმსჯელებენ.