LIVE

ნავთობი გაიაფდა - ბრენტის ფასი $80-ს ჩამოსცდა

17 ნოე 202317:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 398
ნავთობი გაიაფდა - ბრენტის ფასი $80-ს ჩამოსცდა

ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე $78.54-ს, ხოლო West Texas Intermediate-ის ფასი კი $73.87-ს შეადგენს. 

გასულ თვეში ბრენტის ღირებულება $92-ს, WTI კი $88-ს აჭარბებდა. 

ფასის ბოლო ვარდნა გამოწვეულია მრავალი ფაქტორით. გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში, მიწოდება მოლოდინს აჭარბებს. მოსალოდნელია, რომ მომავალ თვეში გაიანადან და ჩრდილოეთის ზღვიდან გადაზიდვები გაიზრდება. ამასთან, იზრდება აშშ-ის ექსპორტიც.  

გასული თვეების განმავლობაში, რუსეთმა და საუდის არაბეთმა ნავთობის ექსპორტი მნიშვნელოვნად შეამცირეს. ივლისის შემდეგ საუდის არაბეთმა ნავთობის მოპოვება დღეში 1 მილიონი ბარელით შეამცირა, რის შემდეგაც ნავთობის ფასები 20%-ით გაიზარდა და ბარელზე $90-ს გადააჭარბა.  

რუსეთი და საუდის არაბეთი ნავთობის პოლიტიკას ყოველთვიურად განიხილავენ. 

OPEC+-ის ქვეყნები, რომელთა შორის რუსეთიცაა, მომდევნო შეხვედრას ვენაში 26 ნოემბერს გეგმავენ. ანალიტიკოსები ელიან, რომ საუდის არაბეთმა შეზღუდვა შესაძლოა, 2024 წლის პირველ კვარტალშიც გააგრძელოს. ამასთან, თუ ნავთობი გაიაფდება, მოსალოდნელია, რომ OPEC+ ნავთობის წარმოებას კიდევ უფრო შეამცირებს.