
საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. კერძოდ, 16 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 0.03 თეთრით გაუფასურდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.7011 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან 0.15 თეთრით გამყარდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9299 ლარი გახდა.
აღნიშნული კურსები ძალაში 17 ნოემბრის ჩათვლით იქნება.