LIVE

ჩინეთის განცხადებით, ინტერნეტის უსწრაფესი ქსელი შექმნა

16 ნოე 202319:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 345
ჩინეთის განცხადებით, ინტერნეტის უსწრაფესი ქსელი შექმნა

ჩინეთი აცხადებს, რომ შექმნა მსოფლიოში ყველაზე მაღალი ხარისხის ინტერნეტის ქსელი, რომელიც, არსებულ ქსელებს სისწრაფით რამდენჯერმე აღემატება

Huawei-ს თანახმად, ქსელს, რომელიც ხასიათდება 1.2 ტერაბიტი (იგივე 1 200 გიგაბიტი) წამში სიჩქარით, 150 ფილმიდან მონაცემების 1 წამში ჩამოტვირთვა შეუძლია.

ხსენებული ქსელი სახლის ინტერნეტ სიჩქარეზე არ აისახება, თუმცა სწრაფი ინტერნეტი განსაკუთრებით დიდ შესაძლებლობას აძლევს ბიზნესს, ისარგებლონ ინფორმაციის სწრაფი გავრცელების შესაძლებლობით, საფონდო უპირატესობებითა და ეროვნული უსაფრთხოების სხვა სიკეთეებით.

პეკინის ცინჰუას უნივერსიტეტთან და მთავრობის მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო და კვლევით ქსელთან - ცერნეტთან თანამშრომლობით, ჩინეთის მომავალი თაობის ქსელის გაშვება მიმდინარე კვირას გამართულ პრესკონფერენციაზე Huawei-მ და China Mobile-მა ოფიციალურად დააანონსეს. 

ახალი ინტერნეტ ქსელი, დაგეგმილზე ორი წლით ადრე, ამ ზაფხულს სატესტოდ გაეშვა.

ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის მოსაზრებით, ამ გარდამტეხი ქსელის განვითარება მის ქვეყანას „სუპერ ძალად“ აქცევს და „ხელს შეუწყობს ინტერნეტ ტექნოლოგიების წინსვლას“.

ქსელის შექმნის შესახებ განცხადება წინ უსწრებს აშშ-სა და ჩინეთის პრეზიდენტების სან ფრანცისკოში დაგეგმილ შეხვედრას. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მაღალგანვითარებული ტექნოლოგიების გაშვება ემთხვევა აშშ-ის მაღალჩინოსნების ვიზიტს. Huawei-მ 5G-ჩიპიანი Mate 60 Pro სმარტფონი, მიმდინარე წლის ზაფხულს სწორედ ამერიკელი დიპლომატების ქვეყანაში სტუმრობას დაამთხვია.