
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის III კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში კვერცხის წარმოებნა 7.4%-ით შემცირდა. ივლისი-სექტემბრის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით 148.6 მლნ კვერცხი იყო წარმოებული.
3 თვეში წლიურად 22.1%-ით გაიზარდა ხორცის წარმოება და 18.2 ათასი ტონა შეადგინა.
საქსტატის მონაცემები აჩვენებს, რომ ასევე მოიმატა რძის წარმოების მაჩვენებელმა. კერძოდ, III კვარტალში სულ 170.9 მლნ ლიტრი რძე იყო წარმოებული. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდა 4.8%-ია.