
საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. კერძოდ, 15 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 0.27 თეთრით გაუფასურდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.7008 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან 3.82 თეთრით გაუფასურდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9314 ლარი გახდა.
აღნიშნული კურსები ძალაში 16 ნოემბრის ჩათვლით იქნება.