
ნეპალმა ჩინური სოციალურ ქსელის, TikTok-ის გამოყენება „სოციალური ჰარმონიის“ დარღვევის მოტივით აკრძალა. გადაწყვეტილება ძალაში დაუყოვნებლივ შევიდა და სატელეკომუნიკაციო ორგანოებს გადაწყვეტილების განხორციელებაზე მითითებები დაეგზავნათ.
აკრძალვას წინ უძღოდა ქვეყანაში ახალი კანონის მიღება, რომელიც სოციალური ქსელების კომპანიებს სამოკავშირეო ოფისების შექმნას მოითხოვს.
ნეპალის კომუნიკაციებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მინისტრმა, რეკა შარმამ მედიასთან განაცხადა, რომ TikTok-ი მავნე შინაარს ავრცელებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ქვეყანაში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში TikTok-თან დაკავშირებული კიბერდანაშაულის 1 600-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.
მეორე მხრივ, ნეპალის კონგრესის ლიდერმა, გაგან თაპამ მთავრობის გადაწყვეტილება ეჭვქვეშ დააყენა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობა უწოდა.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთის ხელისუფლებისთვის მონაცემების გაზიარების საშიშროების გამო Tik-Tok-ი არაერთი სახელმწიფოს მხრიდან კონტროლის ქვეშ მოექცა. TikTok-ი ამ დროისთვის აკრძალულია რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, ინდოეთსა და აშშ-ს შტატ მონტანაში. თავის ქსელში აპლიკაციის გამოყენებაზე აკრძალვა დააწესა ბრიტანეთის პარლამენტმაც.
აპლიკაცია დიდ პოპულარობას ინარჩუნებს ახალგაზრდებს შორის. მომხმარებელთა საერთო რაოდენობის 80% 16-24 წლამდე ასაკის ადამიანებია.