LIVE

3 თვეში ვიზიტორებმა საქართველოში ₾4.8 მილიარდი დახარჯეს

14 ნოე 202311:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 430
3 თვეში ვიზიტორებმა საქართველოში ₾4.8 მილიარდი დახარჯეს

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის III კვარტალში  საქართველოში საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 2.7 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც 19.4%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. აქედან, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 2.3 მილიონი იყო. წლიური ზრდა 21%-ია.

III კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტორი, 478.4 ათასი რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 24.4% შეადგენს. მეორე ადგილზეა თურქეთი 21.3%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - სომხეთი 12.9%-იანი წილით.  შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის (571.4 ათასი), თურქეთის (498.9 ათასი) და სომხეთის (339 ათასი) მოქალაქეების მიერ.

III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 4.8 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 7.3%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

ვიზიტზე საშუალო ხარჯი წლიურად 11.3% ით შემცირდა და 2 105 ლარი შეადგინა.

არარეზიდენტმა ვიზიტორებმა ყველაზე მეტი თანხა განთავსებაში, საყიდლებში, ასევე საკვებსა და სასმელში დახარჯეს.

ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა აჭარასა ( 1 174.7 ათასი)  და თბილისში ( 1 081.9 ათასი) ვიზიტი.

საქსტატის თანახმად, ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 5.8 ღამე შეადგინა. ვიზიტების 67.5% განმეორებითი ხასიათის იყო.