
Google-მა საჩივარი შეიტანა თაღლითების წინააღმდეგ, რომლებიც კომპანიის ხელოვნური ინტელექტის (AI) ჩატბოტის, Bard-ის ყალბ ვერსიებს ავრცელებდნენ.
ჩამოტვირთულ ფაილს თან ერთოდა მავნე პროგრამები, რომლებსაც თაღლითები მომხმარებელთა სოციალური მედიის ანგარიშებზე წვდომისთვის იყენებდნენ.
კალიფორნიის ჩრდილოეთ ოლქში შეტანილი სარჩელის მიხედვით, Google-ი თაღლითებს კომპანიის სასაქონლო ნიშნის დარღვევისთვის უჩივის, რადგან მათ გამოიყენეს კომპანიის ლოგო და სახელი თავიანთი საქმიანობისთვის. Facebook-ზე იდენტიფიცირებულია 5 ყალბი ანგარიში სახელებით: „Google AI”, „AIGoogle,” „AiGoogle”, „AIGoogle.Plus”, „AIGoogle Bard FB“ და “AIGoogleBard”.
Google-ის სარჩელი პირველია ასეთი მსხვილი კომპანიის მხრიდან, რაც ხაზს უსვამს, თუ როგორ წარმოიქმნება ახალი სამართლებრივი საკითხები სწრაფად განვითარებადი AI-ს გარშემო.
„რაც უფრო იზრდება საზოგადოების ინტერესი AI-ს მიმართ, მით უფრო მეტ შესაძლებლობას იყენებენ თაღლითები. მნიშვნელოვანია მკაფიო წესების დადგენა ინოვაციურ და განვითარებად სფეროებში“,- განაცხადა Google-ის გენერალურმა მრჩეველმა, ჰალიმა დელეინ პრადომ.
Google-მა თაღლითების წინააღმდეგ კიდევ ერთი სარჩელი შეიტანა. ორმა პირმა Google-ის სულ ცოტა 65 ანგარიში შექმნა, საიდანაც 11 7000 ვებსაიტს საავტორო უფლებების დარღვევის შესახებ ყალბი გაფრთხილებები დაეგზავნათ.
ორივე საქმეს კალიფორნიის ჩრდილოეთ ოლქის სასამართლო იძიებს.