LIVE

საქართველოში „Partnerships for Impact Conference: From Blueprints to Breakthroughs“ კონფერენცია გაიმართა

14 ნოე 202313:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 446
საქართველოში „Partnerships for Impact Conference: From Blueprints to Breakthroughs“ კონფერენცია გაიმართა

8-9 ნოემბერს, რადისონ ბლუ ივერიაში, საქართველოს გაეროს ასოციაციისა და გაეროს ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის ორგანიზებით კონფერენცია „Partnerships for Impact Conference: From Blueprints to Breakthroughs“ ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულმა დარგის სპეციალისტებმა მიიღეს.

თემები, რომლებზეც მომხსენებლებმა დამსწრე საზოგადოებას გამოცდილება გაუზიარეს, გაეროს 17 მიზანს შეეხებოდა, კერძოდ: განათლებას, საზოგადოებრივ ჯანდაცვას, გენდერულ თანასწორობას, საჯარო და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობას, მრავალფეროვნებასა და ინოვაციების ხელმისაწვდომობას. 

სპიკერები წარმოადგენდნენ ისეთ ორგანიზაციებს, როგორებიცაა:

  • გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სისტემის სხვადასხვა დეპარტამენტი და სააგენტო, UN Women, WHO, UNDP, UNCTAD, FAO, UNU, UNECE, UNOG, RCO და სხვა;
  • თიბისი ბანკი, ლიბერთი ბანკი, Crystal MFO და ბიზნესის სხვა წარმატებული მაგალითები;
  • სტარტაპები: ექიმო, სუპერნოვა, ტენე და სხვები;
  • წარმომადგენლები ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან, უნარების სააგენტოდან, საქართველოს სამრეწველო სავაჭრო პალატა, აწარმოე საქართველოში, საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტო და სხვები;
  • ადგილობრივი და საერთაშორისო სამოქალაქო აქტივიზმის ორგანიზაციები და აქტივისტები;
  • საქართველოს მთავარი პარტნიორები, როგორებიცაა USAID, ADB, EBRD და სხვები.

ღონისძიების სპიკერების შესახებ დეტალური ინფორმაცია - https://events.una.ge/team

(R)