
საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. კერძოდ, 13 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 0.19 თეთრით გამყარდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.6970 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან 0.17 თეთრით გაუფასურდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8836 ლარი გახდა.
აღნიშნული კურსები ძალაში 14 ნოემბრის ჩათვლით იქნება.