LIVE

Facebook 13 წლამდე მოზარდებისთვის Instagram-ის ახალ ვერსიას ქმნის

19 მარ 202104:36
3 წუთის საკითხავი
clock clock 459
Facebook 13 წლამდე მოზარდებისთვის Instagram-ის ახალ ვერსიას ქმნის
Bloomberg

Facebook სპეცციალურად 13 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ფოტოების გასაზიარებელი აპლიკაციის, Instagram-ის ახალ ვერსიას ქმნის. სოციალური მედიის გიგანტი ამ გზით მისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტის ინტერნეტ მომხარებლის შემდეგი თაობამდე მიტანას ცდილობს.

”ბავშვები სულ უფრო ხშირად თხოვენ მშობლებს, შეუერთდნენ აპებს, რომლებიც მათ მეგობრებთან კომუნიკაციაში დაეხმარება” - ამბობს Facebook- ის სპიკერი ჯო ოსბორნი. ”ამჟამად მშობლებს დიდი არჩევანი არ აქვთ, ამიტომ ჩვენ ვმუშაობთ დამატებითი პროდუქტების შექმნაზე - ისევე, როგორც ეს გავაკეთეთ Messenger Kids– ის შემთხვევაში, რომლებიც ბავშვებისთვის შესაფერისია და მშობლების მხრიდან კონტროლდება" ოსბორნის თქმით, კომპანიას იგივე გამოცდილების დანერგვა სურს Instagram- ზეც, რათა ბავშვებისთვის შესაძლებელი გახდეს  შეინარჩუნონ  მეგობრებთან კავშირი, აღმოაჩინონ ახალი ჰობები და ინტერესები და ა.შ. 

რაც შეეხება Messenger Kids-ს ეს Facebook- ის შეტყობინებების აპლიკაციაა, რომელიც მოზარდებისთვის შეიქმნა და მშობლების მხრიდან კონტროლდება. თუმცა, ბოლო დროს გავრცელებული ცნობების თანახმად, ზოგიერთ ბავშვს მაინც ჰქონდა საშუალება ისეთ ადამიანებთან ესაუბრა, ვისზეც მშობლებს ნებართვა არ გაუციათ. ინციდენტმა მარეგულირებლის შეშფოთება გამოიწვია და გააჩინა ეჭვი, რომ აპლიკაცია ბავშვებს ადეკვატურად ვერ იცავს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კურტ ვაგნერი