LIVE

რომელი ქვეყნები იზიდავენ მსოფლიოს საუკეთესო ტალანტებს?

12 ნოე 202317:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 539
რომელი ქვეყნები იზიდავენ მსოფლიოს საუკეთესო ტალანტებს?

Global Talent Competitiveness ინდექსის მიხედვით, რომელიც ქვეყნებს ტალანტების მოზიდვის შესაძლებლობებით აფასებს, პირველი ადგილი შვეიცარიამ შეინარჩუნა. ქვეყანა უკვე ათწლეულია საუკეთესო ადამიანური კაპიტალის მოზიდვაში დომინირებს.

ტალანტებს შვეიცარიაში ყველაზე მეტად სოციალური დაცვის მაღალი დონე და ბუნებრივი გარემო იზიდავს. მოხსენების თანახმად, რომელსაც ყოველწლიურად ბიზნეს სკოლა Insead-ი აქვეყნებს, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ქვეყნების შეფასებისას ცხოვრების ხარისხი და მდგრადობა ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი იქნება.

ქვეყნების ჩამონათვალში მეორე და მესამე ადგილებს სინგაპური და აშშ იკავებენ. სინგაპური ინოვაციური ეკონომიკისა და უმაღლესი განათლების მქონე სამუშაო ძალის დამსახურებით ლიდერობს. რაც შეეხება აშშ-ს, მან მოწინავე პოზიცია მსოფლიო დონის უნივერსიტეტებითა და ბიზნეს სკოლებით დაიკავა. ათეულში სხვა ადგილებზე, ძირითადად ევროკავშირის ქვეყნები ნაწილდება:

  1. შვეიცარია
  2. სინგაპური
  3. აშშ
  4. დანია
  5. ნიდერლანდები
  6. ფინეთი
  7. ნორვეგია
  8. ავსტრალია
  9. შვედეთი
  10. დიდი ბრიტანეთი

დიდი ბრიტანეთი, რომელიც სიაში მე-10 ადგილს იკავებს, ზოგადი ცოდნის უნარებისა და ტალანტების რაოდენობის ზრდის კრიტერიუმებში დომინირებს, დაბალი შეფასებების მიუხედავად, პროფესიულ და ტექნიკურ ნაწილში.

BRICS-ის(ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკა) ქვეყნებს შორის პირველი ადგილი ჩინეთმა დაიკავა. თუმცა ტალანტების მოზიდვის შესაძლებლობების სიაში მე-40 პოზიციას იკავებს. ინდოეთი ბოლო სამი წლის განმავლობაში უკან იხევს და ამჟამად 103-ე ადგილზეა. ანგარიში ავტორების მიხედვით, ბიზნეს განწყობის შემცირებამ, შეამცირა ქვეყნის მიმზიდველობა.

მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ტალანტების მოზიდვაში ქვეყნებს შორის კონკურენცია მომდევნო 10 წლის განმავლობაში შესაძლოა კიდევ უფრო გამძაფრდეს. მიზეზად სახელდება მზარდი გაურკვევლობა ვაჭრობაში, ინვესტირებასა და გეოპოლიტიკაში.