
საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. კერძოდ, 9 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 0.23 თეთრით გაუფასურდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.7048 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან 0.89 თეთრით გაუფასურდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8914 ლარი გახდა.
აღნიშნული კურსები ძალაში 10 ნოემბრის ჩათვლით იქნება.