LIVE

Apple ახალ iPad-ს აპრილში წარადგენს

18 მარ 202118:59
3 წუთის საკითხავი
clock clock 1129
Apple ახალ iPad-ს აპრილში წარადგენს
Jean Chung/Bloomberg

Apple ახალი iPad-ის წარდგენას აპრილში გეგმავს.  iPad Pro-ს განახლებულ ხაზს ახალი პროცესორი და უკეთესი კამერები ექნება. საკითხთან დაახლოებული პირების მიხედვით, ახალი მოდელები გარეგნულად ამჟამინდელ iPad Pro- ს ჰგავს და არსებული 11 და 12,9 ინჩიანი ეკრანის ზომები ექნება.

როგორც ცნობილია, iPad Pro-ს ახალი მოედელის  განახლებული პროცესორი, MacBook Air- ში, MacBook Pro- სა და Mac mini- ში უფრო სწრაფ M1 ჩიპს გაუტოლდება. Apple თავად ამუშავებს ამ პროცესორებს და, როგორც წესი, Taiwan Semiconductor Manufacturing-ის მიერ არის დამზადებული. კომპანია ასევე ცდილობს უფრო დიდი ზომის მოდელზე მაინც გამოიყენოს Mini-LED ეკრანი, რომელიც უფრო ნათელიდა და გაუმჯობესებული კონტრასტული კოეფიციენტები აქვს.

სატესტო რეჟიმში, ახალ iPad Pro- ს, უახლესი Mac- ების მსგავსად,  Thunderbolt კონექტორი აქვს. პორტი არ საჭიროებს ახალ დამტენებს, მაგრამ ის დამატებით გარე მონიტორებს, მყარ დისკებს და სხვა პერიფერიულ მოწყობილობებთან დაკავშირებას გახდის შესაძლებელს. კონექტორი ასევე უფრო სწრაფია მონაცემთა სინქრონიზაციის პროცესში, ვიდრე მიმდინარე მოდელებში გამოყენებული USB-C ტექნოლოგია.

Apple– ს , 2020 წლის არდადეგების მთავარ კვარტალში, IPad– მა 8,4 მილიარდი დოლარის შემოსავალი მოუტანა, რაც 2014 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.  iPad-ებზე გაზრდილი მოთხოვნა პანდემიის დროს სახლიდან მუშაობის და სწავლის საჭიროებამ გამოიწვია. კომპანია ასევე გეგმავს ყველაზე იაფი iPad– ის განახლებასაც, რომლის სამიზნე აუდიტორია სტუდენტები არიან.

Apple იმედოვნებს, რომ IPad-ის გაყიდვების მაღალი მაჩვენებელი პოსტ-პანდემიურ მდგომარეობაშიც შენარჩუნდება, როცა დასაქმებულები და სტუდენტები სამუშაო ადგილებსა და სასწავლო დაწესებულებებს დაუბრუნდებიან.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მარკ გურმანი