LIVE

სამშენებლო სექტორში ხელფასი 32%-ით გაიზარდა - საქსტატი

06 ნოე 202311:12
3 წუთის საკითხავი
clock clock 370
სამშენებლო სექტორში ხელფასი 32%-ით გაიზარდა - საქსტატი

საქართველოში 2023 წლის სექტემბერში, 2022 წლის თებერვალთან შედარებით, მშენებლობა 12.6%-ით გაძვირდა.

საქსტატის მონაცემებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსის ზრდა ძირითადად გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 32.3%-იანი მატებით და სამშენებლო მასალების 6.3%-იანი გაძვირებით, რამაც, შესაბამისად, 7.23 და 3.56 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

რაც შეეხება თვის ჭრილში ინდექსის ზრდას, აღსანიშნავია, რომ სექტემბერში, აგვისტოსთან შედარებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი 1.6%-ით გაიზარდა.

ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 3.2%-იანი ზრდით, რამაც ჯამური ინდექსის ცვლილებაში 0.71 პროცენტული პუნქტი შეიტანა.

2023 წლის სექტემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსები წინა თვესთან და 2022 წლის თებერვალთან შედარებით დეტალურად ასეთია: