LIVE

ღარიბაშვილი: 2024 წელს მასწავლებლების ხელფასები მნიშვნელოვნად გაიზრდება

03 ნოე 202314:26
3 წუთის საკითხავი
clock clock 384
ღარიბაშვილი: 2024 წელს მასწავლებლების ხელფასები მნიშვნელოვნად გაიზრდება

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2024 წლიდან სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებლების ხელფასი საშუალოდ 500 ლარით გაიზრდება.

„2024 წლიდან მნიშვნელოვნად გაიზრდება პედაგოგების ხელფასი. სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებლებს ხელფასები საშუალოდ 500 ლარით და ზოგ შემთხვევაში უფრო მეტით, 600-700 ლარითაც გაიზრდება. მე მინდა ჩვენს მასწავლებლებს დიდი მადლობა ვუთხრა და ვუსურვო წარმატება. ეს არის მნიშვნელოვანი სიახლე და გადაწყვეტილება, რომელიც სკოლებში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასთან ერთად, განათლების ხარისხის კიდევ უფრო მეტი მოტივაცია იქნება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

პრემიერ-მინისტრის განცხადებითვე, 2024 წელს განათლების სამინისტროს ბიუჯეტი 2 მილიარდ 500 მილიონი ლარი იქნება.