LIVE

ეკონომიკაში სოფლის მეურნეობის წილი მცირდება - „გალთ & თაგარტი“

03 ნოე 202318:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 431
ეკონომიკაში სოფლის მეურნეობის წილი მცირდება - „გალთ & თაგარტი“

„გალთ & თაგარტის“ ანგარიშის თანახმად, საქართველოს ეკონომიკაში სოფლის მეურნეობის წილი მცირდება. კერძოდ, ბოლო 10 წლის განმავლობაში აგრო სექტორის წილი მშპ-ში 9.2%-იდან 7%-მდე შემცირდა და ამ მაჩვენებლით საქართველო მსგავსი ქვეყნების საშუალო მონაცემს ედრება.

საქართველო სოფლის მეურნეობის პროდუქციის წმინდა იმპორტიორი გახდა, რაც ნიშნავს, რომ იმაზე მეტს ყიდულობს, ვიდრე ყიდის. ბოლო წლების განმავლობაში ერთწლოვანი კულტურების, ბოსტნეულისა და მარცვლეულის წარმება მერყევია. გასულ წელს ბოსტნეულის წარმოებამ საქართველოში 333.1 მლნ კგ. შეადგინა. წამყვანი პროდუქტი კარტოფილი, პომიდორი და კიტრია. „გალთ & თაგარტის“ კვლევის თანახმად, ეს პროდუქტები ექსპორტზე გადის, თუმცა არასეზონურ თვეებში იმპორტი ბევრად მაღალია. ჯამურად ბოსტნეულის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელმა 2022 წელს 74.5% შეადგინა, ხოლო წმინდა იმპორტმა 33 მლნ აშშ დოლარი.

რაც შეეხება მარცვლოვანი კულტურების იმპორტს, კვლევის თანახმად, 2022 წელს მარცვლოვნების მოხმარებამ 1,000 მლნ კგ. შეადგინა, საიდანაც 370.5 მლნ კგ. ადგილობრივი წარმოება, ხოლო დანარჩენი იმპორტირებული იყო, ჯამურად 96.9 მლნ აშშ დოლარის ღირებულებით.

კვლევაში აღნიშნულია, რომ მწარმოებლებისთვის ვარგისიანობის გასახანგრძლივებლად მნიშვნელოვანია სათბურებისა და შესანახი მეურნეობების განვითარება, რაც ჯერ კვლავ გამოწვევად რჩება.