
„გალთ & თაგარტის“ კვლევის მიხედვით, 2016-2022 წლებში ადგილობრივი ხილის წარმოება წლიურად საშუალოდ 4.5%-ით გაიზარდა და 642.6 მლნ კგ შეადგინა. ხილის წარმოებაში წამყვანი ყურძენი, ატამი და ვაშლია.
მზარდი წარმოების მიუხედავად, ხილის მწარმოებლებისთვის კვლავ გამოწვევაა საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება და პროდუქციის უფრო მაღალშემოსავლიან ბაზრებზე გატანა. კვლევის თანახმად, ევროკავშირის ქვეყნებიდან განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნა კაკლოვნებზე, კენკრასა და ატამზეა.
ამასთან, კრიტიკულად მნიშვნელოვანია წარმოებული ხილის ხარისხი, მოსავლის აღების შემდგომ პროდუქციის სწორედ შენახვა, დასაწყობება და ხარისხის შენარჩუნება ტრანსპორტირების დროს.
ანგარიშის თანახმად, საქართველოში საშუალო მოსავლიანობა შესადარ ქვეყნებზე დაბალია. ჯერ კიდევ გამოწვევაა მაღალტექნოლოგიური ბიზნესის წარმოება, რაც შესაბამისად, ამცირებს მოსავლიანობას.