
„გალთ & თაგარტის“ კვლევის მიხედვით, 2016-2022 წლებში გაორმაგებულია ისეთი ხილის იმპორტი, რომელსაც საქართველო არ აწარმოებს, მაგალითად, ბანანი, ავოკადო და ტროპიკული ხილი.
ჯამში, აღნიშნულ პერიოდში, ხილის იმპორტმა 91.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ადგილობრივი ხილის წარმოება წლიურად საშუალოდ 4.5%-ით გაიზარდა და 642.6 მლნ კგ შეადგინა. ადგილობრივი წარმოების ძირითადი საექსპორტო ხილი კი, ატამი და ვაშლია.
კვლევის მიხედვით, ხილის მწარმოებლებისთვის კვლავ გამოწვევაა ბაზრების დივერსიფიცირება და მაღალშემოსავლიან ბაზრებზე ხილის გაყიდვა.
„გალთ & თაგარტის“ შეფასებით, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებისთვის მთელი რიგ საკითხებთან ერთად კრიტიკულად მნიშვნელოვანია წარმოებული პროდუქტის მაღალი ხარისხი, მოსავლის აღების შემდეგ კი სწორად შენახვა და დასაწყობება.
ანგარიშის თანახმად, საქართველოში საშუალო მოსავლიანობა შესადარ ქვეყნებზე დაბალია. ჯერ კიდევ გამოწვევაა მაღალტექნოლოგიური ბიზნესის წარმოება, რაც შესაბამისად, ამცირებს მოსავლიანობას.